ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

რას   ნიშნავს   ბილინგ  (Billing)  და   შიპინგ  (Shipping)  მისამართი ?

ბილინგის მისამართი (billing address), არის მისამართი, რომელიც თქვენ გაქვთ მითითებული ბანკში პლასტიკური ბარათის მიღებისას.

შიფინგის მისამართი (shipping Address), ნიშნავს მისამართს სადაც გსურთ, რომ მოხდეს თქვენს მიერ ნაყიდი ნივთის მიტანა, ანუ ამერიკაში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში ჩვენს მიერ გამოყოფილი საწყობის მისამართი, საიდანაც, უკვე ჩვენ მოვახდენთ მის ტრანსპორტირებას თქვენამდე.

 

რომელ   უცხოეთის   ინტერნეტ   მაღაზიებში   შემიძლია   შოპინგი ?

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები ნებისმიერ ინტერნეტ მაღაზიაში მსოფლიოს მაშტაბით, რომელიც ახორციელებს მიტანას ჩვენს მიერ გამოყოფილ საწყობის მისამართებზე.

როგორ   გავიგო   თუ   რამდენს   იწონის   ნივთი   მის   ყიდვამდე ?

უმრავლესობა მაღაზიები უთითებს ყველა პროდუქციას მის წონას, მიახლოებით მაღაზიის მიერ მოწოდებული მონაცემებით ყოველთვის შეგიძლიათ წონის გამოთვლა, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებთ მას შემდეგ რაც ამანათები შევა ჩვენს საწყობში ევროპაში, ჩინეთში ან ამერიკაში.    

 

რა შემთხვევაში შეიძლება დაიგვიანოს ამანათებმა?

ამანათები რეგულარულად მოდის სატვირთო თვითმფრინავით (ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩინეთიდან) ინექს გრუპის მანქანით (გერმანიიდან, იტალიიდან და საბერშნეთიდან). დაგვიანების მიზეზი შესაძლებელია იყოს, ავია რეისი გადადება უამინდობის გამო, ტექნიკური ხარვეზი, სხვა ბუნებრივი მოვლენები, ავიარეისების გადატვირთვა, გზაზე ან ქვეყნის საზღვრებზე შექმნილი პრობლემები.  

მოწმდება   თუ   არა   გამოგზავნილი   ამანათი ?

გამოგზავნილი ამანათის გადის აუცილებელ სკანირებას. იმ შემთხვევაში, თუ ამანათში აღმოჩნდა პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია ის იგზავნება უკან გამყიდველთან ან განადგურდება.

 

ჩემი   ამანათი   მივიდა   საწყობში   მაგრამ   არ   აისახა   სისტემაში   რისი   ბრალია ?

ამანათი სისტემაში აისახება მისვლიდან მაქსიმუმ მეორე დღეს. როდესაც ამანათის სისტემაში ასახვა არ ხდება არსებობს რამოდენიმე მიზეზი:

1) მომხმარებელმა/გამყიდველმა არასწორად მიუთითა პირადი საფოსტო ყუთის ნომერი

2) ამანათი საერთოდ არ მისულა ჩვენამდე რადგან არასწორად იყო მითითებული მისამართი

3) ამანათს არასწორად/არასრულად აწერია მიმღების მონაცემები (ასეთ შემთხვევაში მოხდება მიმღების მოძიება ინექს გრუპის მიერ, რასაც დასჭირდება რამდენიმე დღე)

 

ამანათი   არ   მოვიდა   საწყობში ვის   უნდა   მივმართო ?

პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეთ გამოგზავნ ინტერნეტ მაღაზიას და ამანათის კოდის (Tracking Number) საშუალებით გაარკვიოთ გამოგზავნის ზუსტი თარიღი.

ამანათის ჩვენს საწყობში მოსვლამდე, ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად არ ვაგებთ პასუხს მის დაკარგვაზე. ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ გამოგზავნ ინტერნეტ მაღაზიას, რათა მოახდინონ ზარალის ანაზღაურება.