ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის დეკლარანტები და ეს მომსახურეობა ჩვენი კლიენტებისთვის არის  სრულიად უფასო.

რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?

საქართველოს კანომდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების, 30კგ ან მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.

თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანეთები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება  300 ლარი ან მეტია, ასევე   დაექვემდებარება განბაჟებას.

მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვა amazon.com-დან თქვენს მიერს  გამოწერილი 2 ამანათი 200 ლარის და 100 ლარის ღირებულებით, დაექვემდებარება განბაჟებას.

თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათ ღირებულება 300 ლარი ან მეტია,  ამანათები  არ დაექვემდებარება განბაჟებას.

მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვიდა amazon.com   და   ebay.com   თქვენს მიერ გამოწერილი 2 ამანათი 200 ლარის და 100 ლარის ღირებულებით, არ დაექვემდებარება განბაჟებას.

როგორია განბაჟების პროცედურა?

განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში, ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს.

განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.

რა ხდება თუ მომხმარებელი დროულად არ გადაიხდის განბაჟების საფასურს?

ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

თუ  დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანომდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავები. 

რატომ არის საჭირო ნივთის დეკლარირება ჩამოსვლამდე? 

იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ საერთოდ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის. 

რამდენია განბაჟების გადასახადი?

საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

როგორია დეკლარანტების სამუშაო საათები?

ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00

შაბათი: 10:00 - 16:00

კვირა: არასამუშაო დღე

* გაითვალისწინეთ:

(1) შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები

(2) ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ნივთის შეძენისას, თუ ნივთის ღირებულება შეადგენს ან აჭარბებს 25 ევროს და ნივთს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მისამართზე გამოიწერთ, ნივთს მოუწევს განბაჟება (ევროკავშირის საზღვრის კვეთისას).

მაგალითად: თუ ნივთს იწერთ ჩინეთიდან საბერძნეთის მისამართზე და ნივთის ღირებულება შეადგენს ან აღებატება 25 ევროს, ნივთი დაექვემდებარება განბაჟებას საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთისას.