ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ფასი: 5  ლარი

როგორ მოვითხოვოთ საკურიერო მომსახურება? 

იმისთვის, რომ კურიერმა მოგიტანოთ ამანათი, კონკრეტულ ამანათზე უნდა დააფიქსიროთ საკურიერო მომსახურების მოთხოვნა. 

საკურიერო მომსახურების მონიშვნა ხდება, როგორც ამანათის დეკლარირებისას, ისე დეკლარირების შემდეგ ამანათის თრექინგის გასწვრივ არსებული "საკურიერო მომსახურების" ღილაკით. 

რამდენიმე ამანათი 1 პიროვნებაზე: 

იმ შემთხვევაში, თუ ერთი პიროვნების სახელზე ერთ ჩამოსვლაზე ჩამოვა  2   ან   მეტი   ამანათი და გინდათ , რომ ყველა ამანათი მოგიტანოთ კურიერმა გადაიხდით მხოლოდ 1 ამანათის საკურიერო მომსახურეობის თანხას (5 ლარი), დანარჩენ ამანათებს კურიერი მოგიტანთ   უფასოდ. თუმცა, სავალდებულოა, ყველა ამანათზე მონიშნოთ საკურიერო მომსახურება.

ამისათვის საჭიროა თქვენს ოთახში  წამოსული ამანათების სიაში ან ჩამოსული ამანათების სიაში   ყველა სასურველ  ამანათზე  მონიშნოთ საკურიერო მომსახურება.

დაზიანებული შეფუთვა

მომხმარებელმა კურიერის თანდასწრებით უნდა შეამოწმოს ამანათის შეფუთვა. რაიმე სახის გარეგანი დაზიანების შემთხვევაში კი მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩამოსული ამანათების მიტანა მოხდება საკურიერო სერვისის არჩევიდან და გადახდიდან მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

* საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას კურიერს ამანათი მიაქვს შენობასთან და არ არის ვალდებული აიტანოს სართულზე.