ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ინექს გრუპი  თავის კლიენტებს სთავაზობს დააზღვიოს გამოწერილი ამანათი მის საქართველოში გამოგზავნამდე და ამით უზრუნველჰყოს ზარალის სრულად ანაზღაურება ამანათის დაკარგვის ან ტრანსპორტირებისას მისი დაზიანების შემთხვევაში.

გამოწერილი ამანათის დაზღვევა შესაძლებელია მისი წინასწარი დეკლარირების დროს ან ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე.

როგორ დავაზღვიო ამანათი?

იმისათვის, რათა თქვენ შეძლოთ ამანათის დაზღვევა, აუცილებელია მოახდინოთ მისი სავალდებულო დეკლარირება წინასწარ ან უცხოეთში ჩვენს ოფისში მიტანის შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე. ფუნქციის ჩართვა ხდება დეკლარირებისას დაზღვევის სპეციალური უჯრის მონიშვნით.

დაზღვევის ღირებულება

დაზღვევის ღირებულება შეადგენს ამანათის ღირებულების 10% და ამ თანხის დაანგარიშება და გადახდა ხდება ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად. თუ თქვენ უკვე გადახდილი გაქვთ ტრანსპორტირების ღირებულება, ასეთ შემთხვევაში დაზღვევის ჩართვა შეუძლებელია.

პირობები

ზარალის ანაზღაურება მოხდება ამანათის დაკარგვის ან მისი შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში.  ინექს გრუპი  არ ანაზღაურებს ამანათის შიგთავსის დაზიანებისას გამოწვეულ ზარალს, თუ არ შეინიშნება ამანათის გარეგნული დაზიანება. ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში ჩვენს ოფისში ამანათი მიიტანეს უვნებელი, ხოლო საქართველოში გაცემის დროს დაფიქსირდება მისი დაზიანება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის მხრიდან პრეტენზიები მიიღება მხოლოდ დაზღვეული ამანათის გატანის მომენტში. წაღებულ ამანათზე რაიმე სახის პრეტენზიები არ განიხილება!