ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ინექს გრუპი საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ სასურველი ნივთი ნებისმიერი ონლაინ მაღაზიიდან. ჩვენ უმოკლეს ვადაში ჩამოგიტანთ მას საქართველოში დაბალ ფასად და დავარიგებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით  რეგიონალური ოფისების   მეშვეობით,  დამატებითი გადასახადის გარეშე.

ინექს გრუპი ამანათების ტრანსპორტირებას ყველა მიმართულებიდან მხოლოდ რეალური წონით ახდენს.

როგორ მუშაობს სერვისი?

ჩვენს საიტზე რეგისტრაციისას გეძლევათ პირადი საფოსტო მისამართები ექვს ქვეყანაში:   ამერიკაში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში.  ეს მისამართები გამოიყენება ონლაინ მაღაზიებში პროდუქციის გამოწერის დროს მისათითებლად.

როგორ გამოვიწეროთ?

გამოწერის სასწავლად ეწვიეთ გვერდს -  როგორ გამოვიწერო.   ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ  გამოწერაში დახმარების  უფასო სერვისით. 

რით არის 6 ქვეყნის მისამართზე წვდომა მომხმარებლისთვის ხელსაყრელი?

მისამართების არჩევანი საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ ბევრად უფრო მეტი საიტიდან და გამოწერისას მიუთითოთ ის ქვეყანა, რომელშიც შიდა ტრანსპორტირების ღირებულება (შიფინგი) უფრო იაფი ან სწრაფია. 

რა ღირს ამანათების ტრანსპორტირება და რა არის ბონუს ქულები?

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია მის რეალურ წონაზე და იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან ელოდებით მას. 

ბონუს ქულების სისტემის   მეშვეობით, გადახდილი თანხის 7% უკან ბონუს ქულებად გიბრუნდებათ. დაგროვილი ბონუს ქულებით ტრანსპორტირების საფასურის გადახდას შეძლებთ.