ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ინექს გრუპი მომხმარებლებს სთავაზობს ახალ, ქვემომხმარებლის ფუნქციას. ახალი ფუნქციონალით შეგიძლიათ თქვენივე ანგარიშზე შექმნათ ან დაამატოთ ერთზე მეტი ოთახი, ერთი ექაუნთიდან მართოთ სხვადასხვა ოთახის ამანათები და ნივთები გამოიწეროთ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი ახლობლებისთვისაც

როგორ ხდება ქვემომხმარებლის დამატება?

ქვემომხმარებლის ფუნქციას ნახავთ ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენს პროფილში. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ქვემომხმარებელი ან თქვენს პროფილში დაიმატოთ ინექს გრუპის სისტემაში არსებული, უკვე რეგისტრირებული, მომხმარებელი.

როგორ გამოვიწეროთ ამანათი ქვემომხმარებლის სახელზე?

ქვემომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ მას ენიჭება ინდივიდუალური ოთახის ნომერი, მისამართები და ტარიფები. გამოწერისას კი აუცილებელია მიუთითოთ აღნიშნული ქვემომხმარებლის მონაცემები: სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, მისამართი და ა.შ. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენს პროფილში ქვემომხმარებლის ინფორმაციის გასწვრივ ნახავთ.

სად აისახება ქვემომხმარებლის ამანათები?

ქვემომხმარებლის ამანათები აისახება თქვენს ოთახში. თქვენვე მოგიწევთ მისი დეკლარირება. თუმცა მას ექნება თქვენგან განსხვავებული ოთახის ნომერი.

ვის შეუძლია გაიტანოს ქვემომხმარებლის სახელზე მოსული ამანათი?

ქვემომხმარებლის სახელზე მიღებული ამანათი არის სხვა პიროვნების ამანათი და მისი გატანა შეუძლია ადამიანს, რომლის სახელზეც დარეგისტრირებულია ქვემომხმარებელი ან დეკლარაციისას მითითებულ მინდობილ პირს.

რა ხდება თუ ქვე მომხმარებლის ამანათი განსაბაჟებელი გახდება?

განსაბაჟებელი ამანათების შემთხვევაში. ქვემომხმარებლის ამანათის გატანა შეუძლია მხოლოდ ქვემომხმარებელს. მის ამანათს მინდობილი პირი ვერ გაიტანს თუ მას არ ექნება ნორატიალურად დამოწმებული მინდობილობა.