ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ოპერატორი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში

 
თარიღები:   28 ივნ - 22 ივლ
მდებარეობა:   თბილისი , ბათუმი , ქუთაისი
დასაქმების ფორმა:   სრული განაკვეთი
ენები:   ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა:   career@inex.ge

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი  აცხადებს ვაკანსიას  ოპერატორის  პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო  გადამზიდავი კომპანია, რომელიც   ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების    პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა    და  კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას  მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან:  ამერიკიდან,   ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან,  ჩინეთიდან და სხვა.  ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი:   თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.

სამუშაო განაკვეთი - სრული.

საქმიანობის აღწერა:

  • კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;

  • ამანათების მიღება-გაცემა; საწყობისა და ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;

  • კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება)

  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

  • ფულთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

  • კომუნიკაბელურობა;

  • კოლეგიალურობა;

  • პუნქტუალურობა;

  • მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა   2021 წლის 23  ივლისამდე    გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:   career@inex.ge    სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი რეგიონი, მაგ:  „ოპერატორი. „თბილისი“ ან „ოპერატორი. ,,ბათუმი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, სივები ვერ განიხილება.

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!