დაზღვევა

ინექს გრუპი თავის კლიენტებს სთავაზობს დააზღვიოს გამოწერილი ამანათი მის საქართველოში გამოგზავნამდე და ამით უზრუნველყოს ზარალის სრულად ანაზღაურება ამანათის დაკარგვის ან ტრანსპორტირებისას მისი დაზიანების შემთხვევაში.

გამოწერილი ამანათის დაზღვევა შესაძლებელია მისი მიღების შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე.

როგორ დავაზღვიო ამანათი?

იმისათვის, რათა თქვენ შეძლოთ ამანათის დაზღვევა, აუცილებელია მოახდინოთ მისი სავალდებულო დეკლარირება და უცხოეთში ჩვენს ოფისში მიტანის შემდეგ ამანათის საქართველოში გამოგზავნამდე ჩართოთ ამანათის დაზღვევა. ფუნქციის ჩართვა ხდება დაზღვევის სპეციალური უჯრის მონიშვნით, თითოეული ამანათისთვის ინდივიდუალურად.

დაზღვევის ღირებულება

დაზღვევის ღირებულება შეადგენს ამანათის ღირებულების 10% და ამ თანხის დაანგარიშება და გადახდა ხდება ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად. თუ თქვენ უკვე გადახდილი გაქვთ ტრანსპორტირების ღირებულება, ასეთ შემთხვევაში დაზღვევის ჩართვა შეუძლებელია.

პირობები

ზარალის ანაზღაურება მოხდება ამანათის დაკარგვის ან მისი შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში. ინექს გრუპი არ ანაზღაურებს ამანათის შიგთავსის დაზიანებისას გამოწვეულ ზარალს, თუ არ შეინიშნება ამანათის გარეგნული დაზიანება. ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში ჩვენს ოფისში ამანათი მიიტანეს უვნებელი, ხოლო საქართველოში გაცემის დროს დაფიქსირდება მისი დაზიანება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლიენტის მხრიდან პრეტენზიები მიიღება მხოლოდ დაზღვეული ამანათის გატანის მომენტში. წაღებულ ამანათზე რაიმე სახის პრეტენზიები არ განიხილება!

news
სიახლე! ინექსმა Trendyol-თან თანამშრომლობა დაიწყო

Trendyol-ის და ინექსის ახალი თანამშრომლობა

დღეიდან უკვე შესაძლებელია იშოპინგო Trendyol-ის საიტსა და აპლიკაციაში და მიიღო ნივთები პირდაპირ საქართველოში, ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ინექსის საშუალებით

⚫ თუ პირველად იწერ Trendyol-იდან ისარგებლე 40%-იანი ფასდაკლებით პრომო კოდით: HELLO40

⚫ Trendyol-ის საიტიდან გამოწერისას აღარ დაგჭირდება ინექსის საიტიდან მისამართების გადაკოპირება, პირდაპირ გადამზიდავად მიუთითებ ინექს გრუპს, სახელს გვარს და ოთახის ნომერს. 

⚫ ამანათების გატანის შეძლებ ინექსის შენს ოთახში მითითებული ფილიალიდან ან მიიღებ შენს მისამართზე საკურიერო სერვისის საშუალებით. 

 

☑ გამოიწერე ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან: www.trendyol.com ან

 გადმოწერე Trendyol-ის აპლიკაცია:

IOS         

Android  

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?