ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბაჟო წესები და პროცედურები

განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის დეკლარანტები.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ამანათების დეკლარირება საფოსტო გადაზიდვის მომსახურებისგან დამოუკიდებელ მომსახურებას წარმოადგენს და ექვემდებარება დაბეგვრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის 1 ნოემბრიდან სადეკლარანტო მომსახურება, ფასიანი ხდება და ონლაინ ამანათების შემთხვევაში დეკლარაციის საფასური განისაზღვრება 5 ლარით, ხოლო პერსონალური ამანათების შემთხვევაში 15 ლარით.

სადეკლარანტო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ონლაინ ისე ადგილზე ამანათის გატანისას. სადეკლარანტო მომსახურების ინვოისი იხილეთ თქვენს ოთახში.

2022 წლის 14 მაისიდან კანონში შევიდა ცვლილება. კერძოდ შეიცვალა საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე.
•    300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი; 
•    3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი.
აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე. 

რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?

  • საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.
  • თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება  300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას.

მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვა amazon.com-დან თქვენს მიერ  გამოწერილი 2 ამანათი 200 ლარის და 101 ლარის ღირებულებით, დაექვემდებარება განბაჟებას.

  • თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათ ღირებულება 300 ლარზე მეტია, ამანათები არ დაექვემდებარება განბაჟებას.

მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვიდა amazon.com და ebay.com თქვენს მიერ გამოწერილი 2 ამანათი 201 ლარის და 100 ლარის ღირებულებით, არ დაექვემდებარება განბაჟებას.

როგორია განბაჟების პროცედურა?

  • განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში, ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს.
  • განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.

 

რა დოკუმენტაცია საჭირო ამანათის განსაბაჟებლად?

  • იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც  ფიქსირდება მიმღების სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, ამანათის შიგთავსი და ჯამური ღირებულება.

 

რა ხდება თუ მომხმარებელი დროულად არ გადაიხდის განბაჟების საფასურს?

  • ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
  • თუ  დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანონმდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავი. 

 

 

რამდენია განბაჟების გადასახადი?
საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

 

რატომ არის საჭირო ნივთის დეკლარირება ჩამოსვლამდე? 

  • იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ საერთოდ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის. 

 

როგორია დეკლარანტების სამუშაო საათები?

ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 21:00

შაბათი: 10:00 - 18:00

კვირა: არასამუშაო დღე

* გაითვალისწინეთ:

(1) შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები

(2) ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ნივთის შეძენისას, თუ ნივთის ღირებულება შეადგენს ან აჭარბებს 25 ევროს და ნივთს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მისამართზე გამოიწერთ, ნივთს მოუწევს განბაჟება (ევროკავშირის საზღვრის კვეთისას).

მაგალითად: თუ ნივთს იწერთ ჩინეთიდან საბერძნეთის მისამართზე და ნივთის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 25 ევროს, ნივთი დაექვემდებარება განბაჟებას საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთისას.

(3) თურქეთის მისამართზე სხვა ქვეყნიდან პროდუქციის გამოწერის შემთხვევაში  ნივთს ემატება სავალდებულო საბაჟო გადასახადი 18%-მდე, თურქეთის საზღვრის კვეთისას.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?