პირველი ეტაპი:
▶ დარეგისტრირდით საიტზე, საიდანაც იწერთ პროდუქციას;
▶ დარეგისტირდით ჩვენს საიტზე www.inex.ge
▶ www.inex.ge - ზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ სექციაში ჩვენი მისამართები გამოჩნდება თქვენთვის მინიჭებული 6 ქვეყნის მისამართი, რომლიდანაც სასურველი უნდა "დააკოპიროთ" ონლაინ მაღაზიის საიტზე შესაბამის ველებში (ფოტოზე ნაჩვენებია ამერიკის მაგალითი, ანალოგიურად შეგიძლიათ იმოქმედოთ სხვა ქვეყნის მისამართის გამოყენების შემთხვევაშიც);
▶ მისამართის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელი ქვეყნის საიტიდან გინდათ გამოწერა.
მეორე ეტაპი:
▶ გამოწერიდან რამდენიმე დღეში კურიერი მაღაზიიდან წამოიღებს თქვენს ამანათს ჩვენს ოფისში (ამ შემთხვევაში ამერიკის საწყობში).
▶ თქვენ კი ელ-ფოსტაზე მიიღებთ ამ ამანათის "თრექინგ ნომერს", რის შემდეგაც უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ჩვენს საიტზე და სექციაში "ჩემი ოთახი" თქვენ უნდა გაუკეთოთ დეკლარირება ამ ამანათს.
▶ დეკლარირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ველის შევსება:
თრექინგი - მეილზე მოსული კოდი
ღირებულება - ნივთში გადახდილი თანხა
ონლაინ მაღაზია - ნივთის ლინკი
ნივთის აღწერა - რა შეიძინეთ
დეკლარირების შემდეგ უბრალოდ დაელოდეთ თქვენს ამანათს
ვიდეო ტუტორიალი:
▶ როგორ დავამატოთ მისამართი ტაობაოზე?