პერსონალური ამანათები

ინექს გრუპი გთავაზობთ კერძო პირების მიერ გამოგზავნილი ამანათების ტრანსპორტირებას შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, კვიპროსი, ნიდერლანდები, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი. 

ასევე გთავაზობთ პერსონალური ამანათების გაგზავნას საქართველოდან ევროპის ქვეყნებში.

როგორ მუშაობს სერვისი?
  • მიიტანეთ ამანათი ჩვენი პარტნიორების ოფისებში მითითებულ მისამართებზე ან დაუკავშირდით საკურიერო სერვისის თაობაზე.  
  • მიუთითეთ მიმღების სახელი, გვარი და მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.
  • ამანათს ჩაბარებისას მიენიჭება უნიკალური თრექინგ კოდი, რომლის საშუალებითაც მიმღებს შეუძლია გადაამოწმოს მისი მდებარეობა და სტატუსი.
  • მიმღები საქართველოში ამანათის გატანისას ვალდებულია თან იქონიოს საკუთარი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 
  • ამანათის ჩამოსვლისას მიმღებს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. 
  • ამანათები ნაწილდება  საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში. 
მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ამანათების გამოწერისას მაქსიმალურად ზუსტად მიუთითოთ ინექსის საიტზე მისამართების განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში თუ საიტი არ გაძლევთ Address 2-ის მითითების შესაძლებლობას. თქვენი ოთახის ნომერი - IG ჩაწერეთ Address 1-ის ველში, მისამართის შემდგომ.

მაგალითად: Mango-ს ბერძნული საიტიდან გამოწერისას არ არის მოცემული Address 2-ის ველი, ამიტომ საჭიროა IG-ს მითითება Address 1-ის ველში.  სხვა შემთხვევაში რთულდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ამანათების ასახვა სისტემაში. 

გთხოვთ, მსგავსი პრინციპით მიუთითოთ მისამართი ყველა სხვა საიტზეც, სადაც არ არის Address 2-ის მითითების საშუალება.

ასევე, რეკომენდირებულია ამანათების წინასწარ დეკლარირება.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?