აკრძალული ნივთები

ინექს გრუპის საშუალებით შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე) და სუნამოების ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს გერმანიის, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის მისამართებიდან რომელიმეს.

თურქეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მისამართებიდან ტრანსპორტირება ხდება სახმელეთო გზით, ამიტომ ასევე, შესაძლებელია იმ პროდუქციის ჩამოტანა, რომლის გამოგზავნაც არ ხდება საჰაერო გზით.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

  • რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;
  • საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
  • საკვები პროდუქცია;
  • ფეთქებადი ნივთიერებები;
  • მიწა და ნერგები მიწით;
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  • ცოცხალი ცხოველები;
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
  • მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);

აკრძალული ნივთების სია ქვეყნების მიხედვით:

  • ამერიკა - ფეთქებადსაშიში და აალებადი პროდუქცია. მათ შორის: სპრეები, სითხეები, პულვერიზატორი, დეზოდორანტები, ლაქი, მანქანის ზეთები, საღებავი, წებოები, აეროზოლი, სუნამო და სხვა. იარაღი და მისი ნაწილები, სათამაშო იარაღი, ოპტიკა. მაგნიტური ნივთიერებები. დრონის ელემენტი. ავტო ნაწილები: ძრავები, გაზის ამორტიზატორები, უსაფრთხოების ბალიშები, აკუმულატორები და სხვა ზეთშემცველი ნაწილები. სახანძრო და თავდაცვითი საშუალებები: ცეცხლმაქრობი, სამაშველო ჟილეტები, ბრონეჟილეტები. ელემენტები და აკუმულატორები: Power Bank-ები, ლითიუმის ელემენტები (გარდა მოწყობილობაში ჩაშენებულისა). ცოცხალი/არაცოცხალი ცხოველები და მცენარეები: თესლები, ნერგები, მინერალური ქვები.
  • დიდი ბრიტანეთი - ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო, ფრჩხილის ლაქი და აცეტონის შემცვლელი სხვა პროდუქცია.
  • ჩინეთი -  საკვები და საკვები დანამატები, მწერები, ფუტკარი, კვერცხი, ხელკეტი, იარაღი, სამიზნე, კასტეტი, იარაღის ნაწილები და სხვ, მაგნიტი, სანთელი, სანთებელა (მათ შორის ელექტრო სანთებელა), ფხვნილი, დაპრესილი ფხვნილი, კბილის პასტები, თვალის ჩრდილები, დანა, მაკრატელი და მსგავსი ტიპის ბასრი საგნები, სათამაშო იარაღი, ელექტრო სიგარეტი, ფავერ ბანკი, აკუმულატორი, სითხეები, საღებავი, ფლომასტერი, მცენარეები, სამედიცინო დანიშნულების ტვირთები, ელემენტები (დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოყვება ნივთს. მაგალითად - მობილურს) და  კოსმეტიკური საშუალებები როგორიცაა: მანიკური, აცეტონი, კრემები და სხვა. ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.
  • თურქეთი - მედიკამენტები.
news
მომხმარებელთა საყურადღებოდ - განახლდა აკრძალული ნივთების სია

☑ განახლდა აკრძალული ნივთების სია ამერიკიდან და ჩინეთიდან გამოწერილი ამანათების შემთხვევაში.

გთხოვთ, ნივთების შეძენამდე გაეცნოთ განახლებულ ინფორმაციას შესაბამის გვერდზე.

იხილეთ

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?