საკურიერო მომსახურება

საკურიერო მომსახურება - ამანათის მისამართზე მიტანა, მოქმედებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. სერვისი ვრცელდება როგორც ონლაინ გამოწერილ ამანათებზე, ისე პერსონალურ გზავნილებზე.

როგორ მოვითხოვოთ საკურიერო მომსახურება? 

ონლაინ ამანათის შემთხვევაში: იმისთვის, რომ კურიერმა მოგიტანოთ ამანათი, კონკრეტულ ამანათზე უნდა დააფიქსიროთ საკურიერო მომსახურების მოთხოვნა. 

საკურიერო მომსახურების მონიშვნა ხდება, როგორც ამანათის დეკლარირებისას, ისე დეკლარირების შემდეგ ამანათის თრექინგის გასწვრივ არსებული "საკურიერო მომსახურების" ღილაკით. 

პერსონალური ამანათის შემთხვევაში: იმისთვის, რომ კურიერმა მოგიტანოთ ამანათი, მოთხოვნა უნდა დააფიქსიროთ ქოლ-ცენტრის მეშვეობით და საკურიერო სერვისის ღირებულება გადაუხადოთ კურიერს ხელზე.

* დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში საკურიერო მომსახურების მოთხოვნა ხდება ბრიტანეთში, ამანათის ჩაბარებისას, ან ქოლ-ცენტრის მეშვეობით.

დაზიანებული შეფუთვა:

მომხმარებელმა კურიერის თანდასწრებით უნდა შეამოწმოს ამანათის შეფუთვა. რაიმე სახის გარეგანი დაზიანების შემთხვევაში კი მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.

  • ონლაინ ამანათები
  • პერსონალური ამანათები

ფასი: 8 ლარი*

რამდენიმე ამანათი 1 პიროვნებაზე: 

იმ შემთხვევაში, თუ ერთი პიროვნების სახელზე ერთ ჩამოსვლაზე ჩამოვა 2 ან მეტი ამანათი და გინდათ, რომ ყველა ამანათი მოგიტანოთ კურიერმა გადაიხდით მხოლოდ 1 ამანათის საკურიერო მომსახურების თანხას , დანარჩენ ამანათებს კურიერი მოგიტანთ უფასოდ. თუმცა, სავალდებულოა, ყველა ამანათზე მონიშნოთ საკურიერო მომსახურება.

ამისათვის საჭიროა თქვენს ოთახში წამოსული ამანათების სიაში ან ჩამოსული ამანათების სიაში ყველა სასურველ ამანათზე მონიშნოთ საკურიერო მომსახურება.

* ოქროყანა, ლილო, წინუბანი, წყნეთი, წავკისი, ფონიჭალა,ზემო ფონიჭალა სტანდარტულ ღირებულებას ემატება 5 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩამოსული ამანათების მიტანა მოხდება საკურიერო სერვისის არჩევიდან და გადახდიდან მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

* საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას კურიერს ამანათი მიაქვს შენობასთან. მის ვალდებულებაში არ შედის ამანათის სართულზე ატანა.

ფასები  თბილისში:

  • ამანათის მიტანის საფასური (გარდა ისრაელისა): 1 ამანათი - 10 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 5 ლარი
  • ისრაელიდან გამოგზავნილი ამანათი: 1 ამანათი - 10 ლარი

ფასები  ქუთაისში:

  • ამანათის მიტანის საფასური (გარდა ისრაელისა): 1 ამანათი - 7 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 3 ლარი
  • ისრაელიდან გამოგზავნილი ამანათი: 1 ამანათი - 10 ლარი

 

ფასები რუსთავში:

  • ამანათის მიტანის საფასური (გარდა ისრაელისა): 1 ამანათი - 7 ლარი, ყოველი მომდევნო ამანათი - დამატებით 3 ლარი
  • ისრაელიდან გამოგზავნილი ამანათი: 1 ამანათი - 10 ლარი

დამატებითი ინფორმაცია:

ჩამოსული ამანათების მიტანა მოხდება საკურიერო სერვისის არჩევიდან მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

* საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას კურიერს ამანათი მიაქვს შენობასთან. მის ვალდებულებაში არ შედის ამანათის სართულზე ატანა.

news
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

??  ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის გამო, ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი ფოსტები არ იმუშავებენ 4,5,6 აპრილს. 

გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, სამშაბათის ნაცვლად რეისი გამოიგზავნება კვირას, 31 მარტს.

მომდევნო რეისი, გამოიგზავნება 9 აპრილს

მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?