ამანათები საქართველოდან

ინექს გრუპი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოდან შემდეგ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი,  იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, დანია, შვედეთი, ავსტრია, გერმანია,  ნიდერლანდები, ბელგია, კვიპროსი.

სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ როგორც პერსონალური გზავნილები, ისე გაყიდონ სასურველი პროდუქცია ცნობილი ონლაინ მაღაზიების მეშვეობით, როგორიცაა Ebay, Amazon და სხვა.

ამანათების გაგზავნა ხდება შემდეგი ფილიალებიდან:

თბილისი: ისანი, წერეთელი, გლდანი, საბურთალო და ვარკეთილი.

რეგიონები: ახმეტა, ბათუმი, გურჯაანი, გორი, ვანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თელავი, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, ყვარელი, წყალტუბო, ოზურგეთი, რუსთავი, სენაკი, ფოთი, ქუთაისი.

იხილეთ ფილიალების მისამართები

გაგზავნის დღეები - კონტინენტური ევროპა:   

ამანათები ევროპის ქვეყნების მიმართულებით (გარდა დიდი ბრიტანეთისა) იგზავნება ყოველ ხუთშაბათს. 

იმისთვის, რომ ამანათები გაიგზავნოს ხუთშაბათის რეისით, თბილისისა და რუსთავის ფილიალებში ამანათები მომხმარებლებმა უნდა ჩააბარონ მაქსიმუმ ოთხშაბათს.

გორი, ზესტაფონი, ქუთაისის და კახეთის ფილიალებში მომხმარებლებმა ამანათები უნდა მოიტანონ მაქსიმუმ სამშაბათს.

სხვა რეგიონები ორშაბათის ჩათვლით.  

ბათუმში აუცილებელია ჩაბარება მოხდეს ორშაბათს მაქსიმუმ 12:00 საათამდე.

წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათები გაიგზავნება დაგვიანებით, მომდევნო კვირაში.

გაგზავნის დღეები - დიდი ბრიტანეთის მიმართულებით: 

ამანათები ბრიტანეთის მიმართულებით იგზავნება ყოველ ორშაბათს  იმისთვის, რომ ამანათები გაიგზავნოს ორშაბათის რეისით, თბილისის ფილიალებში და რუსთავის ფილიალში ამანათები მომხმარებლებმა უნდა ჩააბარონ მაქსიმუმ კვირას.

ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ფოთის, გორის, ზესტაფონის, ქუთაისის და კახეთის ფილიალებში მომხმარებლებმა ამანათები უნდა მოიტანონ მაქსიმუმ პარასკევს.

ქვეყნების მიხედვით აკრძალული ნივთების ჩამონათვალი განსხვავდება, ამიტომ, გთხოვთ ამანათები ოფისში მოიტანოთ გახსნილ მდგომარეობაში.

ტარიფები დიდი ბრიტანეთის გზავნილებზე:

პერსონალური ამანათები 
0 - 100 კგ-მდე 1 კგ - £ 6 
მინიმალური გადასახადი£ 6 
ონლაინ ამანათები 
0 - 10 კგ-მდე 1 კგ - £ 7 
10 კგ-დან - ზემოთ 1კგ - £ 6.5
მინიმალური ტარიფი£ 7 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ტარიფები გულისხმობს ამანათების ტრანსპორტირებას ინექს გრუპის ბრიტანეთის ოფისებამდე. ჩასული ამანათების გადაგზავნა ქვეყნის შიდა მისამართებზე შესაძლებელია დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში. აკრძალულია ალკოჰოლის, სიგარეტის, ელემენტის, თამბაქოს, ხორცის, რძის პროდუქტებისა და მზა საჭმლის გაგზავნა. ლონდონამდე ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობა 7-10 დღე
 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
news
ვაკანსია - ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში

ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

ვაკანსიაზე განიხილებიან სტუდენტებიც

გრაფიკი: 09:00-15:45, 15:45-22:30 სთ
ანაზღაურება: დღიური

საქმიანობის აღწერა:
➤ კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
➤ ამანათების გაცემა-გაგზავნა;ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
➤ კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით ვაკანსიის დეტალებს ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=555217 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?