გამოწერაში დახმარება

გამოწერაზე დახმარების სერვისით სარგებლობისას ინექს გრუპის ოპერატორი გამოგიწერთ თქვენთვის სასურველ ნივთს. სერვისით სარგებლობა უფასოა. ნივთის გამოსაწერად საჭირო თანხა კი უნდა გადაიხადოთ გამოსაწერად საჭირო ვალუტაში თქვენი "საფულიდან".

ინსტრუქცია:

  • გაიარეთ ავტორიზაცია, შედით პირად კაბინეტში და აირჩიეთ "გამოწერაში დახმარება"
  • დააჭირეთ "შეკვეთის გაფორმებას"
  • შეავსეთ გამოსაწერი ნივთის მონაცემები (აუცილებელია მონაცემის სწორად შევსება და არჩეული ნივთის ზუსტი ლინკის გადმოტანა)
  • გააგზავნეთ განაცხადი
  • ავტომატურად გადადიხართ შეკვეთების გვერდზე, სადაც რამდენიმე წუთში ოპერატორისგან მიიღეთ ინფორმაციას ნივთის ღირებულების, საწყობამდე მიტანის, გამოწერის საკომისიოს და ნივთის გამოსაწერად საჭირო მთლიანი თანხის შესახებ
  • თანხმობის შემთხვევაში შეავსეთ საფულე და გადაიხადეთ თანხა თქვენს გვერდზე არსებული "საფულიდან".

როგორ შევავსოთ ინექსის საფულე?

მიმართოთ "ინტელექსპრესის" ოფისებს

● თან იქონიეთ პირადობის მოწმობა და "საფულის" შევსებისას მიუთითეთ თქვენი ოთახის ნომერი

● "საფულეში" თანხის შეტანა უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც ხდება ნივთის გამოწერა

● დაგვიკავშირდით ჩარიცხვისთანავე: [email protected] ან (+995 32) 249 26 26 (ext.118)

იხილეთ ინტელექსპრესის ოფისების მისამართები

 

ჩარიცხოთ თანხა საქართველოს ბანკის ჩასარიცხი აპარატიდან

● აირჩიეთ თანხის შეტანა ანგარიშზე

● ანგარიშის ნომერი: GE10BG0000000661667700

● მიმღები: შპს "ინექს გრუპი“

● დანიშნულება: თანხის  შეტანა ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით

● თანხა ჩარიცხეთ მხოლოდ USD -დოლარი.  EUR -ევრო. GBP-გირვანქა სტერლინგი (ფუნტი). 

 

ჩარიცხოთ თანხა ინექს გრუპის საბანკო ანგარიშზე ბანკიდან ან ონლაინ

● თანხის ჩასარიცხად აუცილებელია მიხვიდეთ საქართველოს ბანკში  (გარდა ექსპრეს ფილიალებისა) ან ჩარიცხოთ თანხა ინტერნეტ ბანკიდან;

● რეკვიზიტები:

  საქართველოს ბანკი

  ანგარიშის ნომერი:  GE10BG0000000661667700

  დანიშნულება: "თანხის ჩარიცხვა ეროვნული ვალუტის გაყიდვის გზით";

● "საფულეში" თანხის შეტანა აუცილებელია მოხდეს იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც ხდება ნივთის გამოწერა;

● დაგვიკავშირდით ჩარიცხვისთანავე: [email protected]  ან (+995 32) 249 26 26 (ext.118)

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, ამანათების გამოწერისას მაქსიმალურად ზუსტად მიუთითოთ ინექსის საიტზე მისამართების განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში თუ საიტი არ გაძლევთ Address 2-ის მითითების შესაძლებლობას. თქვენი ოთახის ნომერი - IG ჩაწერეთ Address 1-ის ველში, მისამართის შემდგომ.

მაგალითად: Mango-ს ბერძნული საიტიდან გამოწერისას არ არის მოცემული Address 2-ის ველი, ამიტომ საჭიროა IG-ს მითითება Address 1-ის ველში.  სხვა შემთხვევაში რთულდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ამანათების ასახვა სისტემაში. 

გთხოვთ, მსგავსი პრინციპით მიუთითოთ მისამართი ყველა სხვა საიტზეც, სადაც არ არის Address 2-ის მითითების საშუალება.

ასევე, რეკომენდირებულია ამანათების წინასწარ დეკლარირება.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?