ონლაინ ამანათები

ინექს გრუპი საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ სასურველი ნივთი ნებისმიერი ონლაინ მაღაზიიდან. ჩვენ უმოკლეს ვადაში ჩამოგიტანთ მას საქართველოში დაბალ ფასად და დავარიგებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური ოფისების  მეშვეობით, დამატებითი გადასახადის გარეშე.

როგორ მუშაობს სერვისი?

ჩვენს საიტზე რეგისტრაციისას გეძლევათ პირადი საფოსტო მისამართები ცხრა ქვეყანაში: ამერიკაში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და კვიპროსში. ეს მისამართები გამოიყენება ონლაინ მაღაზიებში პროდუქციის გამოწერის დროს მისათითებლად.

 

რით არის 9 ქვეყნის მისამართზე წვდომა მომხმარებლისთვის ხელსაყრელი?

მისამართების არჩევანი საშუალებას გაძლევთ გამოიწეროთ ბევრად უფრო მეტი საიტიდან და გამოწერისას მიუთითოთ ის ქვეყანა, რომელშიც შიდა ტრანსპორტირების ღირებულება (შიფინგი) უფრო იაფი ან სწრაფია. 

 

როგორ გამოვიწეროთ?

გამოწერის სასწავლად ეწვიეთ გვერდს - როგორ გამოვიწერო. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამოწერაში დახმარების უფასო სერვისით. 

 

რა ღირს ამანათების ტრანსპორტირება და რა არის ბონუს ქულები?

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია მის წონაზე და იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან ელოდებით მას. ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან და თურქეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონით. ჩინეთიდან ამანათები იგზავნება მოცულობითი ან რეალური წონით. თუ რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური წონით, ხოლო თუ ამანათის მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე, ტრანსპორტორების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით. ჩინეთიდან საჰაერო გზით გადაზიდვის შემთხვევაში ამანათის შიგთავსიდან და შეფუთვიდან გამომდინარე, თუ კი იძლევა გადაფუთვის შესაძლებლობას, მოცულობითი წონის შემცირების მიზნით მოვახდენთ ტვირთის გადაფუთვას ან კონსოლიდირებას. ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვისას გადაფუთვა არ ხდება.

ბონუს ქულების სისტემის მეშვეობით, ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდის შემდეგ უკან, ინექსის ანგარიშზე, ბონუს ქულებად გიბრუნდებათ თანხის 5%-მდე.  დაგროვილი ბონუს ქულებით ტრანსპორტირების საფასურის გადახდას შეძლებთ.

 

როგორია უცხოური ოფისების სამუშაო განრიგი?

აშშ: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00, შაბათ - კვირა: დასვენება

ჩინეთი: სამშაბათი-კვირა 09:30 – 18:00, ორშაბათი: დასვენება

დიდი ბრიტანეთი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 – 18:00; შაბათი: 10:00 – 17:00; კვირა: 11:00 - 17:00

გერმანია: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 17:00, შაბათი: 09:00 – 13:00, კვირა: დასვენება

იტალია: ორშაბათი - შაბათი: 09:00 – 19:00, კვირა: 09:00 – 18:00

საბერძნეთი: ორშაბათი - კვირა: 08:00 – 19:00

კვიპროსი: ორშაბათი -კვირა 09:00 – 20:00

თურქეთი: ორშაბათი - შაბათი: 09:30 – 18:30, კვირა: დასვენება

ესპანეთი: ყოველდღე: 12:00 - 20:00

news
საახალწლო რეისების განრიგი და სამუშაო საათები

საქართველოში ფილიალები იმუშავებს შემდეგი განრიგით:

31 დეკემბერი - 09:00 - 20:00

1 და 2 იანვარი  - დასვენების დღეები

აშშ - ბოლო რეისი შესრულდება 30 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს.

დიდი ბრიტანეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს. 

ჩინეთი 

საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს. 

სახმელეთო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 9 იანვარს. 

Taobao-სა და Pinduoduo-ს ამანათები საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს. სახმელეთო ამანათები გამოიგზავნება ჩვეული განრიგით.

გერმანია - ბოლო რეისი გამოიგზავნება 24 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს. 

ესპანეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 23 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს. 

იტალია -  ბოლო რეისი გამოიგზავნება 25 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 8 იანვარს. 

საბერძნეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. პირველი რეისი შესრულდება 2 იანვარს.

თურქეთი - რეისი გამოიგზავნება 30 დეკემბერს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 4 იანვარს.

კვიპროსი - რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. პირველი რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?