ჩვენ შესახებ

გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან.

ინექს გრუპი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

ინექს გრუპი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით  ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან ინექს გრუპი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

ინექს გრუპის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

news
11.11-ის ფასდაკლებები და უფასო შიფინგი Trendyol-ზე

გამოიწერე Trendyol-იდან, ისარგებლე უფასო შიდა შიფინგით და ფასდაკლებით პრომო კოდის გამოყენებისას!

 

ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით! გამოიყენე პრომო კოდი INEX50. მიიღე ფასდაკლება მაქსიმუმ 400 ლირამდე. ფასდაკლება მოქმედებს 11 ნოემბრის ჩათვლით *

ისარგებლე 45%-იანი ფასდაკლებით! გამოიყენე პრომო კოდი SUPER45. მიიღე ფასდაკლება მაქსიმუმ 600 ლირამდე. ფასდაკლება მოქმედებს 11 ნოემბრის ჩათვლით * 

თუ Trendyol-დან ჯერ არასდროს გამოგიწერია ისარგებლე 60%-იანი ფასდაკლებით! გამოიყენე პრომო კოდი INEX60. მიიღე ფასდაკლება მაქსიმუმ 700 ლირამდე.*
 

Trendyol-ის და ინექსის თანამშრომლობის ბენეფიტები:

 ⚫ Trendyol-დან გამოწერისას აღარ გჭირდება ინექსის საიტიდან მისამართების გადაკოპირება, პირდაპირ გადამზიდავად მიუთითებ ინექს გრუპს, სახელს გვარს და ოთახის ნომერს. 

⚫ ამანათების გატანის შეძლებ ინექსის შენს ოთახში მითითებული ფილიალიდან ან მიიღებ შენს მისამართზე საკურიერო სერვისის საშუალებით. 

 

☑ გამოიწერე ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან: www.trendyol.com ან

 გადმოწერე Trendyol-ის აპლიკაცია:

IOS         

Android  

* გაითვალისწინე აქცია არ ვრცელდება თურქული ბარათით გადახდისას

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?