პერსონალური ამანათები

ინექს გრუპი გთავაზობთ კერძო პირების მიერ გამოგზავნილი ამანათების ტრანსპორტირებას შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, იტალია, კვიპროსი, ნიდერლანდები, საბერძნეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, დანია, შვედეთი

ასევე გთავაზობთ პერსონალური ამანათების გაგზავნას საქართველოდან ევროპის ქვეყნებში.

როგორ მუშაობს სერვისი?
  • მიიტანეთ ამანათი ჩვენი პარტნიორების ოფისებში მითითებულ მისამართებზე ან დაუკავშირდით საკურიერო სერვისის თაობაზე.  
  • მიუთითეთ მიმღების სახელი, გვარი და მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.
  • ამანათს ჩაბარებისას მიენიჭება უნიკალური თრექინგ კოდი, რომლის საშუალებითაც მიმღებს შეუძლია გადაამოწმოს მისი მდებარეობა და სტატუსი.
  • მიმღები საქართველოში ამანათის გატანისას ვალდებულია თან იქონიოს საკუთარი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 
  • ამანათის ჩამოსვლისას მიმღებს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. 
  • ამანათები ნაწილდება  საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში. 
news
მომხმარებელთა საყურადღებოდ - ცვლილება განსაბაჟებელ ამანათებთან დაკავშირებით

გაცნობებთ, რომ იცვლება სადეკლარანტო მომსახურების საფასური განსაბაჟებელი ონლაინ ამანათებისთვის.

მომსახურების ღირებულება, 2025 წლის 1 ივლისიდან, განისაზღვრება 10 ლარით.

დეტალურ ინფორმაციას განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით იხილავთ

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?