აშშ-დან გამომწერების საყურადღებოდ!
25.10.2022
ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო ფოსტის USPS-ის შესახებ.
თუ თქვენი ამანათი ჩვენს აშშ-ს ოფისამდე USPS-ს მიაქვს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფოსტა ამანათებს მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებს მის რეალურ მიტანამდე არაერთი დღით ადრე.
მაგალითად: ამანათის თრექინგ ინფორმაციის გადამოწმებისას ხშირად შეგხვდებათ სტატუსი Delivered to Agent for Final Delivery - აღნიშნული სტატუსი ნიშნავს, რომ ამანათი გადაეცა ფოსტის აგენტს, რომ მოხდეს მისი მოტანა ჩვენს საწყობამდე. აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემდეგ ფოსტა ამანათის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აღარ ანახლებს და ავტომატურად მიტანილად თვლის. რეალურად კი ამანათები ინექსის საწყობში რამდენიმე დღის დაგვიანებით მოდის, რაც იწვევს გაურკვევლობას. ასევე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა ამანათებს მიენიჭა Final Delivery-ს სტატუსი მის რეალურად მოტანამდე.
პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში. გაიზარდა და არაპროგნოზირებადი გახდა USPS-ის მიერ ამანათების მოტანის დრო.
აღნიშნული პრობლების მოგვარების მიზნით უკვე მივმართეთ აშშ-ს სახელმწიფო ფოსტას USPS-ს ოფიციალური წერილით. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მცდელობა შედეგს გამოიღებს და ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

2 მაისიდან ინექს გრუპის ვარკეთილის ფილიალი ახალ მისამართზე გადადის. ვარკეთილის ძველ ფილიალში არსებული ყველა ამანათი გადამისამართდება ახალ ლოკაციაზე.
ახალ ფილიალში დაგხვდებათ:
თავისუფალი პარკირების შეუზღუდავი სივრცე
ამანათების თვითმომსახურების ბოქსიდან გატანის შესაძლებლობა
მინიმუმამდე შემცირებული მოლოდინის რეჟიმი ამანათის გატანისას
მისამართი: ვარკეთილი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. 41.
სამუშაო საათები: 09:00 - 22:30
გაითვალისწინეთ, ახალ ლოკაციაზე ამანათების ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებთ.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს.