ამანათების ტრანსპორტირება ჩინეთიდან საზღვაო გზით.

17.08.2023

ტარიფები ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვისას: 1 კგ - 5$ (20 კგ-მდე); 1 კგ - 4.5$ (20 კგ-დან 50 კგ-მდე); 1 კგ - 4$ (50 კგ-დან ზევით)

ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 - 1.5 თვე

საწყის ეტაპზე რეისი შესრულდება თვეში ერთხელ.

მინიმალური წონა 100 გრ.

ჩინეთიდან ამანათები იგზავნება მოცულობითი ან რეალური წონით. თუ რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური წონით, ხოლო თუ ამანათის მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე, ტრანსპორტორების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით. ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვისას გადაფუთვა არ ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, ნივთის გამოწერისას აუცილებლად უნდა მიუთითოთ საზღვაო გადაზიდვისთვის მინიჭებული მისამართი, რომელსაც ნახავთ პირად კაბინეტში მისამართების განყოფილებაში. 

გაითვალისწინეთ, საჰაეროზე გამოწერილი ამანათის გადატანა, ან უკვე პროგრამულად ასახული ამანათის საზღვაოზე გადატანა ფიზიკურად ვერ მოხერხდება.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?