ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვით მოსარგებლეთა საყურადღებოდ!
23.01.2024
დროებით ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვის ნაცვლად ამანათები ავტომატურად სახმელეთო გზით იგზავნება. ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 - 1.5 თვე. ხოლო ტარიფი კი რჩება უცვლელი.
▶ აღნიშნული ცვლილების მიზეზი ჩინეთიდან საზღვაო ტრანსპორტირების შეფერხებაა. რაც წითელ ზღვაში გახშირებული თავდასხმებითაა გამოწვეული. სწორედ ამიტომ, გემებს უწევდათ გზის გავლა აფრიკის კონტინენტის შემოვლით, რაც აორმაგებდა ტრანსპორტირების ვადებს. მომავალში, სიტუაციის დასტაბილურების შემდგომ, კვლავ აღდგება ჩინეთიდან ამანათების საზღვაო გზით გადატანა.
მადლობას გიხდით, რომ ირჩევთ ინექს გრუპს.

1 ოქტომბრიდან - 7 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთში ადგილობრივი დღესასწაულის გამო, არ იმუშავებენ ჩვენი ჩინეთის საწყობი და ადგილობრივი ფოსტები.
▶ აღნიშნულ პერიოდში მოსატანი ან გამოწერილი ამანათები შეინახება საკურიერო კომპანიების საწყობებში და ინექსის მისამართზე მოვა სადღესასწაულო პერიოდის დასრულების შემდეგ.
▶ ბოლო რეისი შესრულდება სამშაბათს, 30 სექტემბერს.
▶ მომდევნო რეისი, გამოიგზავნება 9 ოქტომბერს.
მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს