სახელმწიფო განსაბაჟებელ საქონელზე საბაჟო მომსახურების გადასახადს აწესებს!
18.04.2022
2022 წლის 14 მაისიდან კანონში შედის ცვლილება. კერძოდ იცვლება საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე.
• 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი;
• 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი.
აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე.
საქართველოში ფილიალები იმუშავებს შემდეგი განრიგით:
31 დეკემბერი - 09:00 - 20:00
1 და 2 იანვარი - დასვენების დღეები
აშშ - ბოლო რეისი შესრულდება 30 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს.
დიდი ბრიტანეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს.
ჩინეთი
საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს.
სახმელეთო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 9 იანვარს.
Taobao-სა და Pinduoduo-ს ამანათები საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 31 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს. სახმელეთო ამანათები გამოიგზავნება ჩვეული განრიგით.
გერმანია - ბოლო რეისი გამოიგზავნება 24 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს.
ესპანეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 23 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 6 იანვარს.
იტალია - ბოლო რეისი გამოიგზავნება 25 დეკემბერს. მომდევნო რეისი გამოიგზავნება 8 იანვარს.
საბერძნეთი - ბოლო რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. პირველი რეისი შესრულდება 2 იანვარს.
თურქეთი - რეისი გამოიგზავნება 30 დეკემბერს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 4 იანვარს.
კვიპროსი - რეისი გამოიგზავნება 29 დეკემბერს. პირველი რეისი გამოიგზავნება 5 იანვარს.