აშშ-დან გამომწერების საყურადღებოდ!

28.06.2023

ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო ფოსტის USPS-ის შესახებ.  

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ USPS-ი ამანათებს მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებს მის რეალურ მიტანამდე.

უფრო კონკრეტულად, ფოსტა ამანათების სტატუსად უთითებს Delivered to Agent for Final Delivery, რეალურად კი ამანათებს ტოვებს საკუთარ ადგილობრივ ფოსტაში. 

რამოდენიმე თვეა, რაც USPS უარს აცხადებს ამანათების საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიტანაზე, რასაც ხსნის კადრებისა და ავტოტრანსპორტის სიმცირით. გამომდინარე აქედან, იმისათვის, რათა არ დაუგვიანდეს ჩვენს მომხმარებელს ამანათები, ინექსი საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს USPS ოფისიდან ამანათების საკუთარ საწყობში მოტანას. მათ ოფისში მისულ ჩვენს თანამშრომლებს USPS ახვედრებს უკვე გამზადებულ, სტატუს შეცვლილ (Delivered სტატუსის მქონე) და დახარისხებულ ამანათებს, რომლებიც მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში. ამანათების წამოღებისას USPS არ ახდენს მათ აღწერას, თუ რა ამანათებია მოთავსებული კონტეინერში. არის შემთხვები, როდესაც USPS არასწორად ახარისხებს აღნიშნულ ამანათებს და ინექსის საწყობში ხვდება სხვა გადამზიდის ამანათები, ან პირიქით, ინექსის ამანათების ნაწილს გზავნიან არასწორ მისამართებზე. აღნიშნული ზრდის ამანათების დაკარვის ან/და დაზიანების საფრთხეს. მიტანის სერვისის მსგავსი მოდელის გამო ასევე იზრდება შანსი, რომ სხვადასხვა დროს გამოწერილი ამანათები მოხვდეს ერთ რეისზე და დაექვემდებაროს განბაჟებას. 

სწორედ ამიტომ, გთხოვთ, თუ საიტი ან გამყიდველი გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ შიდა გადამზიდი ფოსტა. ნუ აირჩევთ USPS-ს. თუ საიტი გაძლევთ საშუალებას (Ebay, Amazon ან სხვა ნებისმიერი), დაეკონტაქტეთ გამყიდველს და სთხოვეთ ამანათი გამოგზავნოს ნებისმიერი სხვა ფოსტით, გარდა USPS-სა.

news
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

 ჩინური ახალი წლის პერიოდში, ჩინეთის საწყობების სამუშაო რეჟიმი და გადაზიდვების განრიგი დროებით იცვლება.

ჩინეთის ჩვენი საწყობი  არ იმუშავებს 12 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
ავიაგადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 11 თებერვალს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 25 თებერვალს.
სახმელეთო გადაზიდვა: ბოლო რეისი ერთჯერადად 6 თებერვლის ნაცვლად გამოიგზავნება 11 თებერვალს,  მომდევნო რეისი გამოიგზავნება  27 თებერვალს

 

Pinduoduo / Taobao-ს საწყობი:

საწყობი არ იმუშავებს 15 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით.

საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი განხორციელდება 14 თებერვალს (13 თებერვლის ნაცვლად), მომდევნო რეისი განხორციელდება 23 თებერვალს

საზღვაო გადაზიდვა: ბოლო რეისი განხორციელდება 10 თებერვალს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 24 თებერვალს.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?