მიიღე ამანათები Wolt-ის, Bolt Food-ის ან Glovo-ს საშუალებით სასურველ მისამართზე!

22.08.2023

ინექს გრუპის ამანათების მიღება როგორც Wolt-ის და Bolt Food-ის ისე Glovo-ს საკურიერო სერვისის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. 

  დააფიქსირე შეკვეთა Wolt-ის, Bolt Food-ის ან Glovo-ს აპლიკაციაში;

  ჩაწერე შენი ოთახის ნომერი (IG) და ამანათების თრექინგ კოდები კომენტარის ველში. მიიღე ერთი ამანათის ტრანსპორტირების ფასად რამდენიმე!

Wolt-ის აპლიკაციით ამანათები შეგიძლია გამოიძახო თბილისში, თელავში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში.

Bolt Food-ის აპლიკაციით ამანათები შეგიძლიათ გამოიძახოთ თბილისში.  Bolt Food-ს მიტანის ფართო რადიუსი, 11 კმ, აქვს. ამიტომ ამანათის გამოძახებას თბილისის მისამართებზე, ინექსის თითქმის ყველა ფილიალიდან შეძლებთ.

Glovo-ს აპლიკაციით კი ამანათები შეგიძლია მიიღო თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

 

აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის წინასწარ გადაიხადე ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება. 

გაითვალისწინე, საკურიერო მომსახურებით ვერ ისარგებლებ განსაბაჟებელი და მსხვრევადი ნივთის შემცველი ამანათების შემთხვევაში. 

 

news
ინფორმაცია აკრძალული ნივთების შესახებ

შეგახსენებთ, რომ სითხის შემცველი, ფეთქებადსაშიში და აალებადი პროდუქციის (მათ შორის სუნამოების) ტრანსპორტირება აკრძალულია ყველა იმ მიმართულებიდან საიდანაც ტრანსპორტირება ხდება საჰაერო გზით.

სუნამოების ჩამოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს გერმანიის, ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის მისამართებიდან რომელიმეს, რადგან ამ ქვეყნებიდან ამანათები მოდის სახმელეთო გზით.

გთხოვთ, ამანათების ონლაინ შესყიდვამდე კიდევ ერთხელ გაეცნოთ აკრძალული ნივთების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. იხილეთ ბმული.

მადლობა, რომ ირჩევთ ინექს გრუპს!

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?