მომხმარებელთა საყურადღებოდ!
27.09.2023
გთხოვთ, ამანათების გამოწერისას მაქსიმალურად ზუსტად მიუთითოთ ინექსის საიტზე მისამართების განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში თუ საიტი არ გაძლევთ Address 2-ის მითითების შესაძლებლობას. თქვენი ოთახის ნომერი - IG ჩაწერეთ Address 1-ის ველში, მისამართის შემდგომ.
მაგალითად: Mango-ს ბერძნული საიტიდან გამოწერისას არ არის მოცემული Address 2-ის ველი, ამიტომ საჭიროა IG-ს მითითება Address 1-ის ველში. სხვა შემთხვევაში რთულდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ამანათების ასახვა სისტემაში.
გთხოვთ, მსგავსი პრინციპით მიუთითოთ მისამართი ყველა სხვა საიტზეც, სადაც არ არის Address 2-ის მითითების საშუალება.
▶ ასევე, რეკომენდირებულია ამანათების წინასწარ დეკლარირება.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
ჩინური ახალი წლის პერიოდში, ჩინეთის საწყობების სამუშაო რეჟიმი და გადაზიდვების განრიგი დროებით იცვლება.
ჩინეთის ჩვენი საწყობი არ იმუშავებს 12 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
ავიაგადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 11 თებერვალს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 25 თებერვალს.
სახმელეთო გადაზიდვა: ბოლო რეისი ერთჯერადად 6 თებერვლის ნაცვლად გამოიგზავნება 11 თებერვალს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 27 თებერვალს
Pinduoduo / Taobao-ს საწყობი:
საწყობი არ იმუშავებს 15 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით.
საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი განხორციელდება 14 თებერვალს (13 თებერვლის ნაცვლად), მომდევნო რეისი განხორციელდება 23 თებერვალს
საზღვაო გადაზიდვა: ბოლო რეისი განხორციელდება 10 თებერვალს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 24 თებერვალს.