ელ.ფოსტა
info@inex.ge
დაგვირეკეთ
(+995 32) 249 26 26

ინექს გრუპის საშუალებით  შესაძლებელია  ალკოჰოლური სასმელების (4 ლიტრამდე), სუნამოების და მსგავსი აალებადი პროდუქციის გამოგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "shipping address"–ში მიუთითებთ ჩვენს  გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის  მისამართს.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა:

რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;

საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები;

საკვები პროდუქცია;

ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია;

მიწა და ნერგები მიწით;

პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;

ცოცხალი ცხოველები;

ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი

პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ. "ბიო", არომატიზატორი;

ფსიქოტროპიული ნივთიერებები;

წამლები (10 შეკვრაზე მეტი);

მცენარეები (1 კილოგრამზე მეტი);

მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);

აკრძალური ნივთების სია ქვეყნების მიხედვით:

ამერიკა -  მაგნიტი, იარაღი, იარაღის ნაწილები, სამიზნე, ცოცხალი ყვავილები. ასევე ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულივიზატორი , დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.

დიდი ბრიტანეთი -   ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულივიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.

ჩინეთი -   ფავერ ბანკი, აკუმულატორი, სითხეები, ელემენტები (დასაშვებია ელემენტის ჩამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოყვება ნივთს. მაგალითად - მობილურს) და  კოსმეტიკური საშუალებები როგორიცაა: მანიკური, აცეტონი და სხვა. ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულივიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.