ჩვენ შესახებ

გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან.

ინექს გრუპი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

ინექს გრუპი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით  ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან ინექს გრუპი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

ინექს გრუპის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

news
ჩინეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

 ჩინური ახალი წლის პერიოდში, ჩინეთის საწყობების სამუშაო რეჟიმი და გადაზიდვების განრიგი დროებით იცვლება.

ჩინეთის ჩვენი საწყობი  არ იმუშავებს 12 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
ავიაგადაზიდვა: ბოლო რეისი გამოიგზავნება 11 თებერვალს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 25 თებერვალს.
სახმელეთო გადაზიდვა: ბოლო რეისი ერთჯერადად 6 თებერვლის ნაცვლად გამოიგზავნება 11 თებერვალს,  მომდევნო რეისი გამოიგზავნება  27 თებერვალს

 

Pinduoduo / Taobao-ს საწყობი:

საწყობი არ იმუშავებს 15 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით.

საჰაერო გადაზიდვა: ბოლო რეისი განხორციელდება 14 თებერვალს (13 თებერვლის ნაცვლად), მომდევნო რეისი განხორციელდება 23 თებერვალს

საზღვაო გადაზიდვა: ბოლო რეისი განხორციელდება 10 თებერვალს, მომდევნო რეისი გამოიგზავნება 24 თებერვალს.

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?