ხშირად დასმული კითხვები

ჩვენთან დაკავშირების გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ხშირად დასმული შეკითხვების თაობაზე

ჩვენ აქ ვართ იმისათვის რომ დაგეხმაროთ

აირჩიე სასურველი თემა და გაიგე მეტი ინფორმაცია

ჩემი პროფილი

დარეგისტრირდი და მართე შენი პროფილი

გამოწერის მისამართები

საჭირო ინფორმაცია მისამართებზე

საბაჟო პროცედურები

ინფორმაცია საბაჟო წესებსა და პროცედურებზე

მინდობილი პირები

დაამატე მინდობილი პირი - ადამიანი ვინც გაიტანს ამანათს თქვენს ნაცვლად

ქვემომხმარებლები

მართე ერთი ექაუნთიდან სხვადასხვა ოთახის ამანათები

ჩამოტანის ვადები

იხილე რეისების გამოგზავნის ვადები და ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობა

ამანათის გამოწერა

ბილინგ და შიფინგ მისამართები; რომელ მაღაზიებში შეიძლება შოფინგი; როგორ გავიგოთ ნივთის წონა წინასწარ.

პრობლემური საკითხები

აუსახავი ამანათები, ამანათი არ მივიდა საწყობში.

აკრძალული ნივთები

ინფორმაცია ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების შესახებ

გადახდის მეთოდები

ინფორმაცია დავალიანების გადახდის მეთოდებზე

ბალანსის შევსება

ინფორმაცია ინექსის ბალანსის შევსებაზე

კონტაქტი

საკონტაქტო დეტალები საკითხების მიხედვით

პრობლემური საკითხები

ამანათი სისტემაში აისახება მისვლიდან მაქსიმუმ 2-3 დღეში. დამოკიდებულია რომელ ქვეყანაში გამოიწერეთ ამანათი. როდესაც ამანათის სისტემაში ასახვა არ ხდება არსებობს რამოდენიმე მიზეზი:

1) მომხმარებელმა/გამყიდველმა არასწორად მიუთითა პირადი საფოსტო ყუთის ნომერი

2) ამანათი საერთოდ არ მისულა ჩვენამდე რადგან არასწორად იყო მითითებული მისამართი

3) ამანათს არასწორად/არასრულად აწერია მიმღების მონაცემები (ასეთ შემთხვევაში მოხდება მიმღების მოძიება ინექს გრუპის მიერ, რასაც დასჭირდება რამდენიმე დღე)

მეილზე [email protected] გამოგვიგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:

1) ამანათის თრექინგ ნომერი;

2) ამანათის ინვოისი (აუცილებელია ერთ გვერდზე ფიქსირდებოდეს: მომხმარებლის სახელი და გვარი, ინექსის ოთახის ნომერი და ამანათის თრექინგ ნომერი);

3) მიტანის დამადასტურებელი სქრინი

დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეთ გამომგზავნ ინტერნეტ მაღაზიას და ამანათის კოდის (Tracking Number) საშუალებით გაარკვიოთ გამოგზავნის ზუსტი თარიღი.

ამანათის ჩვენს საწყობში მოსვლამდე, ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ და შესაბამისად არ ვაგებთ პასუხს მის დაკარგვაზე. ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ გამომგზავნ ინტერნეტ მაღაზიას, რათა მოახდინონ ზარალის ანაზღაურება.

თუ თქვენი ამანათი ჩვენს აშშ-ს ოფისამე USPS-ს მიაქვს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფოსტა ამანათებს მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებს მის რეალურ მიტანამდე.

ამანათის თრექინგ ინფორმაციის გადამოწმებისას ხშირად შეგხვდებათ სტატუსი Delivered to Agent for Final Delivery - აღნიშნული სტატუსი უნდა მოიაზრებდეს, რომ ამანათი გადაეცა აგენტს, რომ მოხდეს მისი მოტანა ინექსის საწყობამდე, თუმცა რეალურად ამანათები რჩება USPS-ის საწყობში. ფოსტა კი მას Delivered სტატუსს ანიჭებს და აღნიშნულ სტატუსს აღარ ანახლებს. 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფოსტის ეს სტატუსი არ ნიშნავს, რომ ამანათი ინექსის საწყობშია მოსული, მეტიც ამ სტატუსის მინიჭებით ფოსტა იხსნის პასუხისმგებლობას და ნივთები საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, საწყობამდე აღარ მოაქვს. ინექსი, ისევე როგორც სხვა ფოსტები, ქირაობს ტრანსპორტს და თავად მოაქვს ამანათები საწყობამდე კვირაში რამდენჯერმე. თუმცა არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა USPS-მა შეცდომით დაახარისხა ამანათები და ინექსის საწყობში მოხვდა სხვა გადამზიდის ამანათები ან პირიქით ინექსის ამანათები გაგზავნეს სხვა გადამზიდთან. აღნიშნული ზრდის ამანათების დაკარვისა ან და დაზიანების საფრთხეს. მიტანის სერვისის მსგავსი მოდელის გამო იზრდება შანსი, რომ სხვადასხვა დროს გამოწერილი ამანათები მოხვდეს ერთ რეისზე. ამ ან სხვა შემთხვევებში თუ საზღვრის კვეთისას ნივთები დაექვემდებარება განბაჟებას კომპანია ინექს გრუპი იხსნის პასუხისმგებლობას. 

აღნიშნული პრობლების მოგვარების მიზნით არაერთხელ მივმართეთ  აშშ-ს სახელმწიფო ფოსტას USPS-ს ოფიციალური წერილით. თუმცა პრობლემა ამ ეტაპისთვის პრობლემად რჩება. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, თუ საიტი ან გამყიდველი გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ შიდა გადამზიდი ნუ აირჩევთ USPS-ს. თუ იწერთ საიტიდან, სადაც ვაჭრობენ პიროვნებები მაგალითად იბეიდან, დაეკონტაქტეთ დამყიდველს და სთხოვეთ ამანათი გამოგზავნოს ნებისმიერი სხვა ფოსტით, გარდა USPS-სა. 

ვერ მოძებნე სასურველ შეკითხვაზე პასუხი?

დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?